воскресенье, 26 октября 2014 г.

დღე მეცხრე

პროექტის პორტფოლიო

 დღეს მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია, ვიყავით ერთმანეთის თეთრი და შავი ოპონენტი, იყო ბევრი მნიშვნელოვანი რჩევა, სურვილი და შეფასება, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში ჩვენი პროექტი სრულყოფილი გახდება, თუმცა რედაქტირებისათვის გვაქვს დრო და კიდევ დავუბრუნდებით ჩვენს ნამუშევარს.
 
 მინდა შევაჯამო ინტელის პროექტი და ავღნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო დღეები იყო, ერთდროულად დავეუფლეთ ტექნიკურ და  პროექტის წერის შინაარსობრივ სიახლეებს, ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, თანამედროვე მასწავლებლებისთვის, რათა ჩვენს მიერ ჩატარებული ,მუშაობა საინტერესო და შედეგის მომცემი იყოს დღევანდელი ახალგაზრდებისათვის.
 მადლობა ინტელს და ჩვენი ტრენინგების ტრენერს გვანცას, რომ თანაზიარი გაგვხადა ესოდენ მნიშვნელოვანი და საინტერესო პროცესისა.



суббота, 25 октября 2014 г.

დღე მერვე

დღეს გავეცანით ფასილიტაციას, მის ტექნიკურ გამოყენებას, გავიგეთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი.გავაკეთეთ ელექტრონული პორტფოლიო და ჩავაშენეთ ბლოგზე.მივიღეთ მნიშვნელოვანი დავალება შემდეგი დღისთვის-უნდა ვიყოთ თეთრი და შავი ოპონენტები და ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საკმაოდ რთულია სხვისი ნაშრომის ობიექტური შეფასება შეფასება.

воскресенье, 19 октября 2014 г.

დღე მეშვიდე

  გავაკეთეთ ჩვენს მიერ მომზადებული" მოსწავლის ნაშრომის "პრეზენტაცია, შევიტანეთ შესწორებები და უფრო დავხვეწეთ. შემდეგ გავეცანით 5-ე   მოდულს, რომელიც იყო მეტად ინფორმაციული და ეხებოდა შეფასების რუბრუიკებს, ასევე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო  მაღალ სააზროვნო უნარებში გარდნერისა და ბლუმის მატრიცა.გვაქვს მეტად საპასუხისმგებლო და შრომატევადი საშინაო დავალება, იმედია თავს გავართმევ.

суббота, 18 октября 2014 г.

დღე მეექვსე

  დღეს განვიხილეთ სშინაო დავალებები, კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ პროექტის მიზნისა და შედეგის შესაბამისობა სტანდარტთან, მივიღეთ შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები, საინტერესო იყო მოსწავლის როლში შესვლა და სიახლეების გაცნობა, რომელიც ეხებოდა, ახალი სლაიდშოუს შექმნას, ვისწავლეთ სურათების ჩასმა და  დიაგრამების აგება, გვაქვს საშინაო დავალება-  ჩვენს მიერ შექმნილი და დასურათებული სლაიდშოუ ავტვირთოთ დრაივზე, ვფიქრობ გამომივა.

вторник, 14 октября 2014 г.

დღე მეხუთე

 დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო.დავხვეწეთ ჩვენს მიერ მომზადებული პრეზენტაცია თავისი შინაარსით, მიზნით,საკვანძო კითხვებითა და შეფასების სქემით, რის შემდეგაც მოვახდინეთ მომზადებული ფაილის ბლოგზე ატვირთვა.ეს დაგვეხმარება მოსწავლეებთან ერთად პროექტის მომზადების შემთხვევაში ეფექტურად გამოვიყენოთ ინფორმაციული ტექნოლოგიები.ასევე მნიშვნელოვანი იყო უკუკავშირის ფორმების შესწავლა, რომელიც ასევე აუცილებლობას წარმოადგენს მოსწავლეებთან მუშაობისას, რადგან მის გარეშე ძნელია პროგრესის განსაზღვრა. მივიღეთ მნიშვნელოვანი საშინაო დავალება, რომელიც ითვალისწინებს თეორიული მასალის შესწავლის შემდეგ მოვახდინოთ ურთირთშეფასება, ეს კი თავის მხრივ აგვიმაღლებს მოტივაციასა და პასუხისმგებლობას.

воскресенье, 12 октября 2014 г.

დღე მეოთხე

 ძალიან საინტერესო და შრომატევადი დღე იყო.გავიგეთ პროექტის სამუშაო პროცესის  შეფასების მეთოდები, კერძოდ როგორ უნდა შვაფასოთ მოსწავლეთა ცოდნა პროექტის დაწყებამდე, ასევე შევძლებთ პროექტზე მუშაობის პროცესისა და პროექტის შემდგომი ცოდნის შეფასებას, ეს დაგვეხმარება გავიგოთ მოსწავლეთა პროგრესი პროექტის  მსვლელობაში.
 ასევე საინტერესო სიახლე და ამავდროულად სახალისო იყო PoverPoint-ში მუშაობა, სადაც მხოლოდ სათაურები გავაკეთეთ და საინტერესო საშინაო დავალება გველოდება, ვეცდები წარმატებით შევასრულო, რაც დამეხმარება მოსწავლეებთან მსაგვსი სამუშაოს სწორად შსრულებაში.

воскресенье, 28 сентября 2014 г.

დღე მეორე

     დღე მეორე

 ჩვენი ტრენინგი ძალაში შედის, ძალიან საინტერესო და ინფორმაციულია, ისეთი საკითხები გავირეთ, რომელიც თითქოს ვიცოდით, მაგრამ ახლებურად შევიცანით ,მაგალითად: პროექტის მიზანი, ამოცანები და ყველაზე საინტერესო ნაწილი ბროშურებისა და ბუკლეტების შექმნა იყო. თანდათან ვრწმუნდები, რომ პროექტული სწავლება ძალიან მნიშვნელოვანი, სახალისო და ცოდნის შეძენის საუკეთესო საშუალებაა, რაც მთავარია პროექტის კეთების დროს ჩართულია ყველანაირი შესაძლებლობის  მოსწავლე, რის საფუძველზეც  შედეგი უფრო ადვილად მისაღწევია.