воскресенье, 28 сентября 2014 г.

დღე მეორე

     დღე მეორე

 ჩვენი ტრენინგი ძალაში შედის, ძალიან საინტერესო და ინფორმაციულია, ისეთი საკითხები გავირეთ, რომელიც თითქოს ვიცოდით, მაგრამ ახლებურად შევიცანით ,მაგალითად: პროექტის მიზანი, ამოცანები და ყველაზე საინტერესო ნაწილი ბროშურებისა და ბუკლეტების შექმნა იყო. თანდათან ვრწმუნდები, რომ პროექტული სწავლება ძალიან მნიშვნელოვანი, სახალისო და ცოდნის შეძენის საუკეთესო საშუალებაა, რაც მთავარია პროექტის კეთების დროს ჩართულია ყველანაირი შესაძლებლობის  მოსწავლე, რის საფუძველზეც  შედეგი უფრო ადვილად მისაღწევია.

суббота, 27 сентября 2014 г.


 დღე პირველი

  დღეს Intel-ის ტრენინგის პირველი დღეა, ტრენინგი ეხება თუ როგორ ვაქციოთ გაკვეთილი პროექტ-გაკვეთილად თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით, გავეცანით ტრენინგის მოდულებს, სწავლება მიმდნარეობდა ძალიან საინტერესოდ, ყოველ ჯერზე ახალ მასალას ვეცნობოდით, რაც საშუალებას გვაძლევდა გადავსულიყავით დღევანდელი დღის შემდეგ ეტაპზე, თვითონ მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო, რადგან ჩვენ თვითონ შვძელით ჩვენი ელექტრონული ფოსტის გამოყენება და ბლოგის შექმნა.წინ საინტერესო მუშაობა გველოდება....